"აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - წყარო
"აშშ ფლობს ინფორმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური ელიტის რეპუტაციის გაცამტვერება შეუძლია" - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტს MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრმა ანონიმურობის პირობით განუცხადა.
კანონპროექტზე მომუშავე პირი ამბობს, რომ MEGOBARI Act-ზე მუშაობა უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რამდენადაც კონგრესში ექსპერტები მოელოდნენ, რომ საქართველოს მმართველი პარტია "ქართული ოცნება" შარშან პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახლა მიღებას შეეცდებოდა.
კანონპროექტი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციას ავალდებულებს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის გავლენის შესწავლას, მაშ შორის უსაფრთხოების სფეროში.
მედიას კანონპროეტში ჩახედული წყარო ეუბნება, რომ გადაწყვეტილება - მათ შორის სანქციებსა და რუსეთისა და ჩინეთის მავნე გავლენის საკითხებზე, შესაძლოა მალე გამოცხადდეს MEGOBARI Act-ის მიღების შემთხვევაში.
"ქართულ პოლიტიკურ ელიტაში, რუსი აგენტების გამოაშკარავება ისევე როგორც ჩინეთის გავლენის შემთხვევების გამოვლენა, საფუძველს გამოაცლის „ქართული ოცნების“ ნარატივს, რომლის თანახმად, ის ქვეყნის სუვერენიტეტს იცავს „უცხოური აგენტების“ კანონპროექტით".
რას შეეხება შესაძლო სანქციებს, წყაროს თქმით, სანქციები მტკივნეული შეიძლება აღმოჩნდეს, ვინაიდან საქართველოს ეკონომიკაში დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებელია. და საბანკო კრედიტები და დეპოზიტები დოლარშია გაცემული.
20 მაისს გამოცემა "პოლიტიკომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში ამ კვირაში კანონპროექტი - MEGOBARI Act წარადგინდა.
რა არის "მეგობარი აქტი" - ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ თავი სრულად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
და რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები? - უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები.