რუსული კანონის მიღების შემთხვევაში არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება - ნაცვლიშვილი
"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო სექტორი კანონის ძალით რეპრესიების ქვეშ ექცევა, სამართლიანი არჩევნები ვერ ჩატარდება. ოპოზიციის წევრი დარწმუნებულია, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება და ამას პარტნიორები სამართლებივ შეფასებას აუცილებლად მისცემენ.
ქვეყანაში, სადაც სამოქალაქო სექტორი კანონის ძალით ექცევა რეპრესიების ქვეშ, დემოკრატიული არჩევნები არ ტარდება და ამას მიეცემა შესაბამისი შეფასება, როდესაც დადგება არჩევნების დემოკრატიულობის, თავისუფლების და ლეგიტიმურობის საკითხი შესაფასებლად. ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი, რომ ხელისუფლებამ ეს კანონი საბოლოოდ არ მიიღოს, სხვა შემთხვევაში, როგორც არჩევნების საკითხი, ასევე მათი ინდივიდუალური ბედი და საერთაშორისო სანქციები აუცილებლად დადგება სერიოზული განსჯის ქვეშ, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
რუსულმა კანონმა შესაძლოა, გადამწვეტი არჩვნების ლეგიტიმაცია კთხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ბაიდნეის გუნდი უკვე ღიად ამბობს, რომ თუ ქვეყნაში რუსული კანონი ამოქმედდება, მაშინ ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩვნები ვერც დემოკრატიულად და ვერც სამართლიანად ჩაითვლება.