რუსული კანონის მოქმედების ფონზე არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ვერ ჩატარდება - დაუშვილი

22.05.24 13:50
რუსული კანონის მოქმედების ფონზე არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ვერ ჩატარდება - დაუშვილი

პარტყია "საქართელოსთვის" წევრი მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ რუსული კანონის მოქმედების პირობებში საქართველოში არჩევნები ლეგიტიმურად ვერ ჩატარდება. ოპოზიციის წევრის თქმით, მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოქალაქეები გადაწყვეტილებას სამართლიან და თავისუფალ გარემოში ვერ მიიღებენ. 

ამ კანონის მოქმედების ფონზე არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულად ჩათვლა, ძალიან რთული იქნება. ფაქტობრივად, წარმოუდგენელი გახდება. იმიტომ, რომ დღეს რაც ხდება, ეს თუ ასე გაგრძელდა არჩევნებამდე, როგორ შეიძლება თქვა, რომ მოქალაქეები თავისუფალ და სამართლიან გარემოში იღებდნენ გადაწყვეტილებას, - ამბობს მიხეილ დაუშვილი. 

რუსულმა კანონმა შესაძლოა, გადამწვეტი არჩვნების ლეგიტიმაცია კთხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ბაიდენის გუნდი უკვე ღიად ამბობს, რომ თუ ქვეყნაში რუსული კანონი ამოქმედდება, მაშინ ამ ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩვნები ვერც დემოკრატიულად და ვერც სამართლიანად ჩაითვლება. 

მსგავსი სიახლეები