"ოცნება" უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ - სააკაშვილი
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უნდა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, რომელიც იქნება გარდამავალი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ პროცესზე განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას წინასწარ გამოცხადებული აქვს, რომ ისინი არჩევნებს აყალბებენ.
„მთავრობას წინასწარ გამოცხადებული აქვს, რომ ისინი არჩევნებს აყალბებენ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საარჩევნო ცვლილება ვაიძულოთ, საერთოდ ვაიძულოთ ეს მთავრობა წავიდეს და სხვა მთავრობამ ჩაატაროს არჩევნები, ტექნიკურმა, გარდამავალმა, რომელიც იქნება საერთაშორისო კონტროლის ქვეშ, რომლის ასე თავიდან აცილება უნდა ოლიგარქს და მის ბანდას. ახლა ყველა ადამიანისთვის დგება სიმართლის მომენტი. ხვალ და ზეგ თუ ისევ გავაგრძელებთ განსხვავებებზე ლაპარაკს, თუ ისევ გავაგრძელებთ: „იმასთან არ შევჭამ, იმასთან არ დავჯდები, იმასთან არ ვილაპარაკებ და ერთად არ ვიბრძოლებ“, მაშინ რა დაგვრჩება? მაშინ აღარაფერი აღარ ვიქნებით. ყველა სათითაოდ განადგურდება და გაცამტვერდება. ნუთუ ამის გაგება ასე ძნელია? ჯერ ვართ ბრძოლის საწყის ეტაპზე“, - განაცხადა სააკაშვილმა.