ვიდრე ქვეყანა რუსეთის მსახურ ხელისუფლებას არ შეცვლის, სანქციების საფრთხე რეალურია - გრიგოლ გეგელია
ვიდრე ქვეყანა არ შეიცვლის კურსს და არ შეცვლის რუსეთის მსახურ რეჟიმს, ჩვენ ვდგავართ სანქციების საფრთხის წინაშე, - ამის შესახებ "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია საუბრობს. ოპოზიციის წევრის თქმით, საქართველო არა მხოლოდ ვიზალიბერალიზაციას, არამედ დაკარგავს იმ ფინანსურ დახმარებასაც, რომელსაც ევროპული კავსირიდან იღებს.
მანამ, სანამ ჩვენი ქვეყანა არ შეიცვლის კურსს და ამისთვის არ შეცვლის რუსეთის მსახურ რეჟიმს, ჩვენ ვდგავართ სანქციების საფრთხის წინაშე. ანუ ჩვენ, როგორც ერი, შესაძლოა, ვკარგავდეთ ვიზალიბერალიზაციას და ვკარგავდეთ იმ ძალიან მნიშვნელოვან დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ დღეს ევროპული კავშირიდან და აშშ-დან, - ამბობს გრიგოლ გეგელია.
აშშ-ს შემდეგ მოქმდებაზე გადადის ევროკავშირიც. "ოცნების" რუსული კანონის გამო შესაძლოა, საქრთველოს უვიზო მიმოსვლა და ფინანსური დახმარება შეუწყდეს. ეს საკითხი განხილვის მთავარი თემა იქნება 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრების შეხვდრაზე, რომელიც ბრიუსელში 27 მაისს არის ჩანიშნული.