უსამართლო რუსული მოქმედებების წინააღმდეგ ევროპის და ამერიკის ხელი მტკივნეული იქნება - ხოშტარია

22.05.24 15:19
უსამართლო რუსული მოქმედებების წინააღმდეგ ევროპის და ამერიკის ხელი მტკივნეული იქნება - ხოშტარია

უსამართლო რუსული მოქმედებების წინააღმდეგ ევროპის და ამერიკის ხელი მტკივნეული იქნება, - ამის შესახებ "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, ცხადია, რომ დასავლეთი მოქმედებაზე გადადის, თუმცა რა იქნება ეს სანქციები, ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება. 

ბუნებრივია, დასავლეთი გადადის მოქმედებებზე. ჩვენ ვხედავთ კონკრეტულ პოლიტიკურ სამართლებრივ პროცესს ამერიკის მხრიდან  და დავინახავთ ამას ევროპის მხრიდან. კონკრეტულად ეს რა იქნება, მე მათ ნაცვლად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ნამდვილად ვიცი, გავქვს გამოცდილება, რომ ევროპის და ამერიკის ხელი უსამართლო რუსული მოქმედებების წინააღმდეგ არის ყოველთვის მტკივნეული, - ამბობს ელენე ხოშტარია.

აშშ-ს შემდეგ მოქმდებაზე გადადის ევროკავშირიც. "ოცნების" რუსული კანონის გამო შესაძლოა, საქრთველოს  უვიზო მიმოსვლა და  ფინანსური დახმარება შეუწყდეს. ეს საკითხი განხილვის მთავარი თემა იქნება 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრების შეხვდრაზე, რომელიც ბრიუსელში 27 მაისს არის  ჩანიშნული.  

მსგავსი სიახლეები