რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? ეს არის ზეწოლა და შანტაჟი - კალაძე

22.05.24 15:23
რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია? ეს არის ზეწოლა და შანტაჟი - კალაძე

"ზეწოლა და შანტაჟი", - ასე აფასებს "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ევროკავშირის და აშშ-ს დაანონსებულ სანქციებს. მმართველი გუნდის წევრისთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაუწესდეს საქართველოს შეზღუდვები. კალაძე ამტკიცებს, რომ პარტნიორების მხრიდან ამგვარი რიტორიკა დაუშვებელია.

ეს განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენთან მიმართებით, მე ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ნათელია, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, აღნიშნული რიტორიკა კატეგორიულად მიუღებელია. რატომ უნდა შეუჩერონ ჩვენს ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია, ეს, უბრალოდ, წარმოუდგენელია ან რატომ უნდა მიიღონ ის გადაწყვეტილებები, რაზეც თქვენ საუბრობთ, რისი გულისთვის? რომ საქართველოში ქვეყნის უმრავლესობის მიერ არჩეული პარლამენტი ქვეყნის შიგნით ქვეყნისთვის საჭირო და მნიშვნელოვან კანონპროექტებს იღებს და ამის გამო რა განცხადებებს ვისმენთ დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორები ქვეყნებიდან. წარმოუდგენელია! ეს არის ჩვეულებრივი ზეწოლა, შანტაჟი, - ამბობს კალაძე. 

აშშ-ს შემდეგ მოქმდებაზე გადადის ევროკავშირიც. "ოცნების" რუსული კანონის გამო შესაძლოა, საქრთველოს  უვიზო მიმოსვლა და  ფინანსური დახმარება შეუწყდეს. ეს საკითხი განხილვის მთავარი თემა იქნება 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინიტრების შეხვდრაზე, რომელიც ბრიუსელში 27 მაისს არის  ჩანიშნული.   

მსგავსი სიახლეები