შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა გადამწყვეტი არჩევნების წინ?

22.05.24 16:15
შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა გადამწყვეტი არჩევნების წინ?

შედგება თუ არა დიდი ოპოზიციური ერთობა გადამწყვეტი არჩევნების წინ. პროევროპული პარტიების ლიდერების ნაწილი არ უარყოფს, რომ კონსულტაციები დაწყებულია. მოლაპარაკების მთავარი საგანი ერთიანი სიაა.

ახალ გაერთიანებას ოლიგარქის პარტიის წინააღმდეგ ემხრობა "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი", ასევე "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა".

ოპოზიციურ პარტიებში ფიქრობენ, რომ გამარჯვების ფორმულა რეჟიმის წინააღმდეგ ერთობაა. 

ენმ დიდი ხანია მომხრეა ერთიანი სიის შექმნის, იმიტომ, რომ ივანშვილმა ჩენი ქვეყანა ისტორიულ გზაგასაყარზე დააყენა და ვფიქრობ, რომ ერთიანი სია არის ის პასუხი, რომელიც ყველა პასუხისმგებლიან პოლიტიკურ პარტიას თუ თითოეულ პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს არჩევანის დროს", - ამბობს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი თინა ბოკუჩავა.

ერთიანობა საერთო სიით - ამას საზოგადოების 80% პროცენტი უჭერს მხარს, დღეს ერთიანი ოპოზიციური ფრონტი, მინიმუმ 20 პუნქტით უგებს „ქართულ ოცნებას“ - ეს არის სიმართლე და რეალობა. აქედან გამომდინარე ჩვენ ყველა ტიპის დათმობისთვის ვართ მზად. ეს არის არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, თუ რუსული გავლენის ქვეშ იქნება. ამიტომ მკაფიოა ყველაფერი. სიჯიუტე ამ შემთხვევაში კონტრპროდუქტიული იქნება. ჩვენ მზად ვართ დავსხდეთ მაგიდასთან და შევქმნათ ერთობა, რომელიც საქართველოს გამარჯვებას მოუტანს“, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

ეს პროცესი დაწყებულია და მგონი ყველას გვესმის, რომ სწრაფად არის დასამთავრებელი. პარტიული ჩარჩოების გარღვევას დავარქმევდი მე ამას, რომლემაც უნდა დაანახოს მომავალიო და არა წარსული ჩვენს ამომრჩეველს", - ამბობს "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია. 

ოპოზიციას გაერთიანებისკენ საქართველოს მესამე პრეზიდენტმაც მოუწოდა. მიხეილ სააკაშვილი ფიქრობს, რომ ოლიგარქის პარტიის წინააღმდეგ პროევროპულმა პოლიტიკურმა სპექტრმა ერთიანი ძალებით უნდა იბრძოლოს. ეს განცხადება მესამე პრეზიდენტმა სასამართლოში გააკეთა, სადაც კიდევ ერთელ თქვა, რომ ივანიშვილი "ქვეყნის გარუსებას აფორმებს"

მსგავსი სიახლეები