ლიეტუვის პარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი, EU-ს კი მიმართავს, რომ საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილოს

22.05.24 16:15
ლიეტუვის პარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი, EU-ს კი მიმართავს, რომ  საპასუხო ზომების შესაძლებლობა განიხილოს

ლიეტუვის პარლამეტი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, გაიწვიოს რუსული კანონი. შესაბამისი რეზოლუცია რამდენიმე წუთს წინ მიღეს და მას მხარი 93-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი წინააღმდეგი იყო, ათმა კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან.

ლიეტუვის პარლამენტი რეზოლუციაში გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.

სეიმი მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს:

  • "განიხილონ საპასუხო ზომების შესაძლებლობა თუ საქართველოს მთავრობა უარყოფს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს, განაგრძობს ამ კანონის იმპლემენტაციას და განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების დევნას".

სეიმი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს:

  • გაიწვიოს მიღებული კანონი "გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ";
  • უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;
  • ხელი შეუწყოს ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას, ჩაერთოს მასთან დიალოგში;
  • დაიცვას კონსტიტუციური ვალდებულება ევროკავშირსა და ნატოში შემდგომი ინტეგრაციისა და აუცილებელი რეფორმების გაგრძელების შესახებ.

მსგავსი სიახლეები