ცუდი ინფორმატორები გყავს - კუპრაძე ბოკუჩავას
"ლელოს" გენერალური მდივანი თინა ბოკუჩავას პასუხობს - ირაკლი კუპრაძე შიდა კვლევებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ აპრილში ჩატარებულ კვლევაში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობა არ იყო აქტუალური.
მისივე თქმით, სინამდვილეში ,,ერთიანი სია", არ არის გამარჯვების ფორმულა.
თინა ბოკუჩავა, დიდი პატივისცემით, მაგრამ ცუდი ინფორმატორები გყავს ან ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი სურვილებია.
ლელო სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა და იმავე თვის ბოლოს დასრულდა.
კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური ნაც.მოსთან ერთობა, რეალურად ოპოზიციური გაერთიანებების სულ სხვა კონფიგურაციის საკითხი გაჩნდა - სინამდვილეში ,,ერთიანი სია", არ არის გამარჯვების ფორმულა.
არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა.
დეზინფორმაციას ემსგავსება ეს გაუგებარი ,,ვიცი, ყურში მითხრეს" მიდგომა!
არადა საერთოდ არ გვინდოდა ამ თემაზე დავა, მორატორიომიც გამოვაცხადეთ და თავდაუსხმელობაც მოვნიშნეთ, მაგრამ სხვა გზას არ ტოვებთ, უნდა ითქვას სიმართლე"- დაწერა კუპრაძემ.
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მათ შორის ლელოს მიერ ჩატარებული შიდაპარტიული კვლევით - იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის ნაციონალური მოძრაობაც.
ამასთან, ცნობილია, მამუკა ხაზარაძის პოზიციაც - "ლელოს" თავმჯდომარე ალეტრანტიულ პოლიტიკურ ცენტრზე საუბრობს, თუმცა "ლელოს" ლიდერი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას კატეგოროულად გამორიცხავს.