პირველი ინტერვიუ "ოცნების" ზონდერ დაჯგუფების წევრთან - ჯონდო ურიადმყოფელი "პირველების" კითხვების პირისპირ (ვიდეო)

22.05.24 17:15
პირველი ინტერვიუ "ოცნების" ზონდერ დაჯგუფების წევრთან -  ჯონდო ურიადმყოფელი "პირველების" კითხვების პირისპირ (ვიდეო)

 

 

პირველი ინტერვიუ "ოცნების" ზონდერ დაჯგუფების წევრთან  - ჯონდო ურიადმყოფელი, რომელიც სპორტსმენების ბანდასთან ერთად 1 მაისს აქტივისტებს გმირთა მოედანზე ფიზიკურად გაუსწორდა ადასტურებს, რომ გამოძიებას არ გამოუკითხავს და არც ბრალდება წარუდგენიათ.

"პირველების" კითხვებზე დღეს ძალადობრივი  დაჯგუფების წევრი თავის მართლებას ცდილობდა, ვერ უარყო, რომ გმირთა მოედანზე იმყოფებოდა თუმცა ამტკიცებდა, რომ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია.

ეს მაშინ, როცა მის წინააღმდეგ ვიდეო კადრები არსებობს, სადაც ჩანს როგორ ცემს ის ძირს დაგდებულ სტუდენტს წიხლებით. 

"ოცნების"  ზონდერ დაჯგუფების წევრი დღეს "პირველებმა " სასამართლოში ჩაწერა. ის პირობითი მსჯავრის ქვეშ არის და ახლა განაჩენს ორი წლის ჩადენილ დანაშაულზე ელოდება.

მსგავსი სიახლეები