შეიცვალოს ქვეყნის ლიდერი - კუბილიუსი ტვ პირველთან ინტერვიუში
"იმისთვის, რომ ქვეყანამ კურსი შეიცვალოს, საჭიროა ლიდერის შეცვლა" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ანდრიუს კუბილიუსმა ტვ პირველის ეთერში, რუსუდან დუმბაძის "დღის ამბებში" თქვა. კუბილიუსმა 5 ივლისის მოვლენები შეაფასა და ტრაგიკული მოვლენები უწოდა.ევროპარლამენტარმა მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.
ჩემი რჩევა იქნება მთავრობისადმი, ეძებონ ეფექტური გზები როგორ შეიძლება აღდგეს ნდობა.საჭიროა, შეიცვალოს მთავრობის სათავეში მყოფი პირები, რათა შეიცვალოს ტრაექტორია, რომლის გამოც მთავრობა კარგავს ნდობას საერთაშორისო საზოგადოების და ხალხის მხრიდან", - თქვა კუბილიუსმა ტვ პირველის ეთერში.