თანამშრომლობა მნიშვნელოვანია, ოღონდ არა ერთიანი სიის ფორმატში - საბა ბუაძე
"ელისუფლების ცვლილება შეიძლება რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის საზოგადოებისთვის შეთავაზებით" - ამის შესახებ ტელეკომპანია პირველის ეთერში "ლელოს" ლიდერმა, საბა ბუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, "კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა მნიშვნელოვანი არის, ოღონდ, არა მაინც და მაინც ერთიანი სიის ფორმატში":
ჩვენ უნდა ვაჩვენოთ საზოგადოებას, როგორ შეიძლება ხელისუფლების ცვლილება. ხელისუფლების ცვლილება შეიძლება რამდენიმე პოლიტიკური ცენტრის საზოგადოებისთვის შეთავაზებით. ეს გვგონია ჩვენ გამარჯვების ფორმულა. არჩევნებში გამარჯვება შესაძლებელი არის რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობით. ამიტომ ვამბობთ, რომ ერთიანი სია არ მიგვაჩნია ამ შემთხვევაში გამარჯვების გზად.
ჩვენ გვგონია, რომ კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია, თანამშრომლობა მნიშვნელოვანი არის, ოღონდ, არა მაინც და მაინც ერთიანი სიის ფორმატში, არამედ რამდენიმე ძლიერი პოლიტიკური ცენტრის შეთავაზებით.
თქვა ლელოს წევრმა საბა ბუაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში.
თინათინ ბოკუჩავას თქმით, ლელოს შიდა კვლევებიც აჩვენებს, რომ ერთიანი სია ამარცხებს ივანიშვილის ხელისუფლებას.