EU-ს ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს
ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს - ამის შესახებ რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
მისივე თქმით, იგივეს იზამენ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს:
"ევროკავშირის ელჩებმა დღეს საქართველოში არსებულ სიტუაციაზე იმსჯელეს. იგივეს იზამენ საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს (27 მაისს) და კიდევ უფრო საფუძვლიანად ივნისში. ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება", - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.