კვლევა ერთიან სიაზე არ ჩაგვიტარებია - იაგო კაჭკაჭიშვილი
"არ შემხვედრია, არც ჩვენს კვლევით ორგანიზაციას ჩაუტარებია კვლევა, სადაც გაზომილი იქნებოდა ერთიანი სიის ეფექტიანობა და მიზანშეწონილობა ამომრჩევლებში" - ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა TV პირველის "დღის ამბებისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კაჭკაჭიშვილი იქვე ამბობს, რომ პარტიათა გამსხვილების დაკვეთა საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს.
ამასთან, სოციოლოგი მთავარ დაკვეთაზე საუბრობს, იაგო კაჭკაჭიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიების ძირითადი ამოცანა უნდა იყოს, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები სხვადასხვა პარტიათა თავსებადობას ზომავს - რომელი პოლიტიკური პარტიები არიან ერთმანეთთან უფრო თავსებადნი, ანუ რომელს აირჩევდა ამომრჩეველი ძირითად პარტიასთან ერთად, სათადარიგო პარტია რომელი იქნებოდა მისი არჩევანი.
გამსხვილებაზე დაკვეთა, ეს ტენდენცია ნამდვილად არის.
მოკლედ მთავარი დაკვეთა არის ასეთი - ოპოზიციური პარტიების ძირითადი ამოცანა დღეს დღეობით და საარჩევნოდ არის ის, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს. ამის საფრთხე და საშიშროება 5 პროცენტიანი ბარიერის შემთხვევაში ნამდვილად არსებობს.
თუ რომელიმე ოპოზიციური პარტია ვერ გადალახავს 5%-იან ბარიერს, მაშინ ოპოზიციური ხმების ნაწილი წავა ქართული ოცნების ყულაბაში"- აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ მათ შორის "ლელოს" მიერ ჩატარებული შიდაპარტიული კვლევით იმარჯვებს ერთიანი სია, რომელშიც შედის "ნაციონალური მოძრაობაც".
საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს რამდენიმე საათის წინ უპასუხა "ლელოს" გენერალური მდივანმა. ირაკლი კუპრაძე შიდა კვლევებთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ აპრილში ჩატარებულ კვლევაში ნაციონალურ მოძრაობასთან ერთობა არ იყო აქტუალური.
ამასთან, ცნობილია, მამუკა ხაზარაძის პოზიციაც - "ლელოს" თავმჯდომარე ალეტრანტიულ პოლიტიკურ ცენტრზე საუბრობს, თუმცა "ლელოს" ლიდერი "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას კატეგოროულად გამორიცხავს.