კობახიძის მოულოდნელი ვიზიტი ირანში და წაშლილი ფოტო - რა კითხვები გაჩნდა?

22.05.24 20:13
კობახიძის მოულოდნელი ვიზიტი ირანში და წაშლილი ფოტო - რა კითხვები გაჩნდა?

საქართველოს პრემიერ მინისტრი ირანში მოულოდნელი ვიზიტით გაემგზავრა, ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრო. ეს არის ბოლო რვა წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის პირველი ვიზიტი ირანში. პრემიერის მოულოდნელად ვიზიტმა არა ერთი კითხვა გააჩინა. 

დღეს, 22 მაისს საღამოს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ, გაავრცელა ირანში პრემიერის ჩაფრენის ამსახველი ფოტო, ფოტოზე ჩანს, რომ საქართველოს სამთავრობო თვითმფრინავის დაშვების მომენტში, თეირანის საერთაშორისო აეროპორტში დგას რუსეთს სამთავრობო თვითმფრინავი, თუმცა ეს ფოტო ადმინისტრაციამ მოგვიანებით წაშალა. 

რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავით ირანში, სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობის მისაღებად, რუსეთის სათათბიროს თავმჯდომარე -  ვიაჩესლავ ვოლოდინი იმყოფებოდა.  ჩნდება კითხვა, შედგა თუ არა მასა და ირაკლი კობახიძეს შორის კომუნიკაცია და ხომ არ მიიღო პრემიერმა ირანში გამგზავრების მოულოდნელი გადაწყვეტილება, სწორედ რუსეთის ხელისუფლების ერთ ერთ პირველ პირთან შეხვედრისთვის.  

მთავრობის ადმინისტრაციას ამ დრომდე არ განუმარტავს, რატომ წაიშალა ირაკლი კობახიძის ფოტო რუსული სამთავრობო თვითმფრინავის ფონზე პრემიერის ოფიციალური გვერდიდან.  

იყო თუ არა ფრენა გეგმაში? 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა დღეს,  ირანის პრეზიდენტის, ებრაჰიმ რაისის ტრაგიკულ სიკვდილთან დაკავშირებით, სამძიმრის წიგნში ჩანაწერი თბილისში, ირანის საელჩოში გააკეთა. ამის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, თუმცა ამის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ პრემიერი ირანში გაემგზავრა. ჩნდება კითხვამ თუ პრემიერს ირანში ჩასვლა და პირადი სამძიმრის გამოცხადება ჰქონდა გეგმაში, მაშინ რატომ მივიდა სამძიმრის გამოსაცხადებლად, თბილისში საელჩოში. 

ირანის პრეზიდენტის დაკარძალვის პროცესიიის ტრანსლაციის ჩანაწერით, დგინდება, რომ პრემიერი ირაკლი კობახიძე იყო ბოლო, ვინც სამგლოვიარო პროცესიაში მიიღო მონაწილეობა და ირანის ხელისუფლებას პრეზიდენტის ტრაგიკული სიკვდილის გამო სამძიმარი გამოუცხადა. 

მსგავსი სიახლეები