ოცნების ზონდერ დაჯგუფების წევრი ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს

22.05.24 20:43
 ოცნების ზონდერ დაჯგუფების წევრი ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს

"ოცნების" ზონდერ დაჯგუფების  წევრი ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს. მოძალადე, ვინც პირველ მაისს გმირთა მოედანზე გამოსულ მოქალაქეებს  წიხლებით უსწორდებოდა, დღეს შეეცადა თავი ემართლებინა და ამტკიცებდა, რომ  გმირთა მოედანზე იმყოფებოდა, მაგრამ მანქანიდან   არ გადმოსულა. 

თუმცა მის წინააღმდეგ არსებობს ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდება ურიადმყოფელი სტუდენტებს  წიხლებით და მუშტებით.  ამ ძალადობის შემოქმედს კი პასუხს არავინ სთხოვს,  რაც ამყარებს ეჭვებს, რომ მოძალადეთა რაზმი გმირთა მოედანზე სწორედ ხელისუფლების დაკვეთით არბევდა მშვიდობიან მოქალაქეებს.

თავდამსხმელები სასამართლოში - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები