გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ოლიგარქის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ?

22.05.24 20:54
გაერთიანდება თუ არა ოპოზიცია ოლიგარქის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ?

გაერთიანდება  თუ არა ოპოზიცია ოლიგარქის წინააღმდეგ წინასაარჩევნოდ? ეს საკითხი დღის წესრიგში  მიხეილ  სააკაშვილის დღევანდელმა განცხადებამ ისევ დააყენა.    პატიმარი პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ოლიგარქის რეჟიმის დასასრულის მთავარი გასაღები სწორედ პრო ევროპული პარტიების ერთობაა. თუმცა სააკაშვილის  ამ ინიციატივაზე ოპოზიციაში საერთო თანხმობა არ არის. 

 ლელო  ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის იდეის მომხრეა, თუმცა  თავისი დათქმით. ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური  გუნდი ნაციონალურ მოძრაობასთან თანამშრომლობას გამორიცხავს. ფაქტია, რომ  ოლიგარქის რეჟიმზე  გამარჯვების ფორმულა, პარტიებს განსხვავებულად ესმით.  ნაწილი არ  უარყოფს, რომ ერთიან სიაზე კონსულტაციები უკვე დაწყებულია. ახლა მთავარია, რა შედეგით  დასრულდება ეს მოლაპარაკებები. 

გადაჯგუფების გეგმა ოპოზიციაში - რუსუდან ჯაბანიშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები