საოჯახო-სამთავრობო არდადაგები კანში
საოჯახო-სამთავრობო არდადეგები კანში. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოფესტივალი კინოცენტრმა ოჯახური ტურიზმის ცენტრად აქცია და დასვენება ფრანგულ რივიერაზე ცოლებთან და შვილებთან ერთად მოიწყვეს. არც ფოტოების გადაღებას მოერიდნენ ზედმეტად შინაურულ გარემოში, სადაც დელეგატებს შორის ის ხალხი პოზირებს, ვინც ქართული ოცნების ქება-დიდება ხელოვნებად აქცია. კინოცენტრი ირწმუნება, რომ კანის არდადეგებიდან ქართული დელეგაცია უდიდესი წარმატებით დაბრუნდა. ოქროს პალმის რტო ვერ ჩამოაქვთ, მაგრამ ყაზახეთის კინოცენტრთან გაფორმებული მემორანდუმი არანაკლებ მნიშვნელოვანია.