ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს - დეგნანი
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა ნათელი უნდა მოჰფინონ მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებს,“- ასე პასუხობს აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ჟურნალისტების დასმულ კითხვას, ვის შეიძლება გულისხმობდეს „ქართული ოცნება“ „არაკეთილსინდისიერ მაღალჩინოსანში, რომელიც აშშ-ს არასწორ ინფორმაციას აწვდის“.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და შალვა პაპუაშვილი გუშინ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში შეშფოთებას გამოხატავენ იმასთან დაკავშირებით, რომ "ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო", მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ.