სტრასბურგმა მამუკა ხაზარაძის საჩივარი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო
სტრასბურგის სასამართლო "ლელოს" თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის საჩივარი ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ წარმოებაში მიიღო.
როგორც ადვოკატი ზვიად კორძაძე წერს, საქმე ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს, რითაც მათ უარი ეთქვათ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საქმის წარმოებაზე.
სტრასბურგის სასამართლომ დღეს გვაცნობა, რომ წარმოებაში მიიღო მამუკა ხაზარაძის კიდევ ერთი საჩივარი, რომელიც ეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს და სააპელაციო სასამართლოს განჩინებებს.
ამ განჩინებებით უარი გვეთქვა მამუკა ხაზარაძის სარჩელის წარმოებაში მიღებაზე ირაკლი კობახიძის მიმართ პატივის ღირსების და საქმიანი რეპუტაციის შელახვის თაობაზე, აბსურდული მოტივით, რომ თითქოს და პარლამენტის წევრზე ასეთ საქმეებზე ვრცელდება იმუნიტეტი და სასამართლოსთვის მიმართვაც კი არ შეიძლება.
ეს უკვე მეორე საქმე, რომელმაც წარმატებით გაიარა ეს სტადია, თან უმოკლეს დროში, მიმართვიდან თვეზე ნაკლებში"- წერს ადვოკატი.
საქმე კობახიძის განცხადებას ეხება, რომლის თანახმად მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს რეკეტის სქემების თანამონაწილე იყო.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნული განცხადება 10 სექტემბერს მაშინ გააკეთა, როცა „ლელოს“ ლიდერმა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტი მოითხოვა.