ივანიშვილს ახალი საქართველოს დაბადების ეშინია - ხატია დეკანოიძე
ვინც ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა შენელდეს და მთლიანად წინასაარჩევნო კამპანიაში უნდა გადავეშვათ, ეს არის შეცდომა - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა.
"თუ რამე დაგვიცავს ამ გაველურებული ადამიანებისგან, თუ რამე შემაკავებელი არის, ეს არის ჩვენი და ჩვენი ახალგაზრდების აქტიურობა. ის რომ მეგობრები მარტო არ გვტოვებენ, სწორედ ამ ხალხის დამსახურებაა. "მეგობარი აქტი" ახალგაზრდების დამსახურებაა"- აცხადებს დეკანოიძე და იქვე განმარტავს, რომ საპროტესტო აქციების პარალელურად უნდა წარიმართოს პოლიტიკური პროცესი.
მისივე თქმით, "ვინც ამ გეოპოლიტიკურ მოვლენაში საკუთარ თავს ვერ დაინახავს, ეს არც პროტესტის და არც ახალგაზრდების ბრალი არ არის".
"ჩვენ, პოლიტიკოსებმა ამ ახალგაზრდების დაკვეთა უნდა შევასრულოთ. ის არის ცოცხალი ორგანიზმი, მათ უნდა მოვუსმინოთ!"- დასძინა პოლიტიკოსმა.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს ახალი საქართველოს დაბადების ეშინია.