ბევრი ელჩი ჩართულია რუსეთის სპეცოპერაციაში - გრიგოლ გეგელია

22.05.24 22:23
ბევრი ელჩი ჩართულია რუსეთის სპეცოპერაციაში - გრიგოლ გეგელია

რუსეთის აგენტები საქართველოს მთავრობაში - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი TV პირველის ეთერში MEGOBARI Act-ზე მომუშავე გუნდის წევრის მიერ "რადიო თავისუფლების"ჟურნალისტისთვის მიწოდებულ სკანდალურ ინფორმაციას აფასებს. 

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ შეძლო, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა სანქციები საქართველოსთან მიმართებით ერთხელ უკვე გამოიყენა და ახლა ახალ პაკეტზე მიდის მსჯელობა. 

გეგელია მოქმედ ელჩებს მიმართავს და ახსენებს, რომ ისინი რეჟიმის მსახურებით, ნებსით თუ უნებლიედ რუსულ პოლიტიკას ატარებენ. 

"ქართულმა ოცნებამ" შეძლო შეუძლებელი, შეძლო ის რაც საქართველოს არცერთ ხელისუფლებას არ გამოსვლია - შეძლო ის რაც არის, სრულიად გაერთიანებული თანამეგობრობის საპირისპირო მხარეს დაყენება. ქართულმა ოცნებამ" შეძლო, საქართველო ამერიკის ურთიერთობაში დაფინანსების პირობითობის საკითხის შემოყვანა. მათ შეძლეს ის რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენა სანქციები, კონკრეტულად სასამართლო კლანის წინააღმდეგ სანქციები, ისევე როგორც რუსეთის დაზვერვის აგენტის, ფარცხალაძის მიმართ სანქციები...

როდესაც საუბარია აგენტების გამოვლენაზე, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ აქ საუბარია, მაღალი კალიბრის პოლიტიკოსებზე, "წართული ოცნების" რამდენიმე ლიდერზე,  რომლებსაც უფრო მეტად მოეკითხებათ ჭკუა და უფრო მეტი ინტელექტი აქვთ, ვიდრე ბატონი ბიძინას რომელიმე ზებრას. მე არაერთ მათგანზე მიფიქრია, რომ ისინი არიან რუსეთის დაზვერვის სამსახურში. მათ სახელებს ალბათ მალე გავიგებთ. 

ირიბი პოლიტიკური გაგებით, ის 84 დეპუტატიც, ისევე როგორც მთელი მინისტრთა კაბინეტი, ყველა მაღალი გადაწყვეტილების მიმღები პირი არის რუსული სპეცოპერაციის თანაშემოქმედი. ასევე, სამწუხაროდ, ჩვენი ელჩები. მათ შორის ჩემთვის პატივსაცემი არაერთი დიპლომატი, ისინი ჩათრეულნი არიან რუსეთის სპეცოპერაციაში.  მათ კარგად უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რა მოსდევს ამას. 

ძალიან მალე, ხელისუფლებას ახალი ხელისუფლება ეყოლება, ბევრი კითხვა იქნება ყველა იმ დიპლომატის მისამართით, რომელიც იმ აღმასრულებელ ხელისუფლებას ემსახურება, რომელიც ემსახურება რუსეთს"- თქვა გეგელიამ. 

მსგავსი სიახლეები