ბორელი "ოცნებას": გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა

22.05.24 22:44
ბორელი "ოცნებას": გაითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაითვალისწინს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია.  

"ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მტკიცე რეკომენდაცია მისცა საქართველოს გააუქმოს "უცხოური გავლენის შესახებ" კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით. 

ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, გაითვალისწინონ რეკომენდაცია საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტური ელემენტების შენარჩუნების თვალსაზრისით," - წერს ბორელი. 

ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  კანონზე გადაუდებელი დასკვნა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა. 

დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია "მტკიცედ ურჩევს" ხელისუფლებას, გააუქმოს "აგენტების კანონი" არსებული ფორმით, რადგან მისი "ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით".

 

მსგავსი სიახლეები