დაუწესდეს სანქციები "ოცნების" მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს" - მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტებისა და Freedom House-ის მიმართვა
მაკკეინისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტები და Freedom House შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს "ქართული ოცნების" ოფიციალური პირებისა და მათი ოჯახის წევრების დასანქცირებისკენ მოუწოდებენ.
მათი თქმით, საუბარია იმ პირებზე, რომლებიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნიან.
"მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის ძირის გამოთხრაში, მათ შორის არიან "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნები და მათი ოჯახები. შეერთებული შტატები, "ქართული ოცნების" ხელისუფლების ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ, ქართველ ხალხთან უნდა დადგეს", - ნათქვამია განცხადებაში.
მათივე შეფასებით, "კანონი ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას".
"ეს კანონი, რომელიც ასახავს კრემლის კანონს, რომელიც რუსეთში განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის აღსაკვეთად შეიქმნა, დამანგრეველ გავლენას მოახდენს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიაზე"- აღნიშნულია განცხადებაში.
"ამ კანონის მიღება "ქართული ოცნების" მიერ, წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯ, შელახოს მან საქართველოში დემოკრატია და თავისუფლება... 2008 წელს, საქართველოში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ "ჩვენ ყველანი ქართველები ვართ". დღეს ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ ქართველი ხალხის გვერდით დგომას და მათი მოთხოვნების მხარდაჭერას, რაც ქვეყნის თავისუფალ, დემოჯრატიულ მომავალს ეხება", - ვკითხულობთ განცხადებაში.