ბლინკენი რუსულ კანონზე: პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი

23.05.24 00:12
ბლინკენი რუსულ კანონზე: პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი

ამერიკისა სახელმწიფო მდივნის პირველი კომენტარი რუსული კანონის მიღების შემდეგ - "კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება"- ამბობს  სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენი, რომელსაც შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში  უსმენენ. 

ამერიკელი მაღალჩინოსანი პირდაპირ ამბობს, რომ "ქართულმა ოცნების" მიერ მიღებული კანონი " მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი". 

“ძალიან შეშფოთებულები ვართ „უცხოეთის აგენტების კანონით“, რომელიც [საქართველოში] მიიღეს. ვფიქრობ, სამწუხაროდ, ეს პირდაპირ მოსკოვის სახელმძღვანელოდანაა გადმოწერილი. ეს აშკარად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის უმეტესობის სურვილს, იარონ ევროკავშირისკენ და ევროინტეგრაციისკენ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ იმაზე, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია ამაზე საპასუხოდ და ჩვენ ნამდვილად ვიმოქმედებთ. ევროკავშირიც განიხილავს რა გავლენა ექნება ამ კანონს საქართველოს გაწევრიანების პროცესზე, ასე რომ ვიტყოდი, რომ ამ კანონის მიღებას შედეგები მოჰყვება“,- განაცხადა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

მსგავსი სიახლეები