EU-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოსთვის შესაძლოა, სასარგებლო იყოს - დუმის დეპუტატი

23.05.24 10:11
EU-ს მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოსთვის შესაძლოა, სასარგებლო იყოს - დუმის დეპუტატი

ევროკავშირის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების შემოღება საქართველოსთვის შესაძლოა, სასარაგებლო ნაბიჯი იყოს, - ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს უსაფრთხოებისა და ანტიკორუფციული კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ანდრეი ლუგოვოიმ რუსულ მედიასთან ინტერვიუში თქვა. ლუგოვოი ამტკიცებს, რომ  ქართველ ხალხი გააცნობიერებს, რომ დასავლეთი მათთვის პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობას ჩამორთმევას ცდილობს.

ამასთან, ლუგოვოი საქართველოს ხელისუფლების მსგავსად ირწმუნება, რომ კანონი, რომლისს შემორებაც "ოცნებას" სურს, უფრო ლოიალურია, ვიდრე სხვა ქვეყნებში შემოღებული ვერსიები. მისი მტკიცებით, თუ განათლებული ხალხი ამას ვერ ხედავს - "სავარაუდოდ, ისინი ანგლო-საქსების წაქეზებით მოქმედებენ და საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ ორმაგი სტანდარტებია".

საქართველოს წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების შემოღება შესაძლოა სასარგებლო ნაბიჯი იყოს ქვეყნისთვის, რადგან ეს საშუალებას მისცემს ქართველ ხალხს გააცნობიეროს, რომ დასავლეთი ცდილობს მათ ჩამოართვას პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებლობა", - თქვა მან Ридус-სთან ინტერვიუში.

ლუგოვოი ამბობს, რომ ახლა საქართველოს მოქალაქეები დაინახავენ, როგორ მოქმედებს მათ მიმართ რუსეთი და როგორ იქცევინა სხვა არამეგობრული ქვეყნები. 

"ახლა ქართველებს შესაძლებლობა ექნებათ შეადარონ, როგორ მოიქცა რუსეთი ბოლო წლებში და როგორ მოქმედებენ ეს არამეგობრული ქვეყნები. ვფიქრობ, ახლა ამ ქვეყნის მოქალაქეები დაინახავენ უპატივცემულო დამოკიდებულებას მათ და მათი სუვერენიტეტის მიმართ", - განაცხადა ლუგოვოიმ.

მსგავსი სიახლეები