"ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები - სენატორი

23.05.24 11:09
 "ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები - სენატორი

 “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველთა ევროატლანტიკური მისწრაფებები - ამის შესახებ რესპუბლიკელმა სენატორმა მიტჩ მაკკონელიმ განაცხადა. 

 სენატში გაკეთებულ განცხადებაში ამბობს იმასაც, რომ Მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, პარტია “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.

მეტიც, მაღალჩინოსანმა ოლიგაქრსი პარტიას "მოსკოვისთვის ხელსაყრელები" უწოდა: 

"საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის სწრაფვა ძალაუფლებისკენ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას განადგურებით ემუქრება და მის დემოკრატიულ ფუნდამენტს არყევს. მთავრობაზე კონტროლის განმტკიცების მიზნით, პარტია “ქართული ოცნება” მზად არის მოაშთოს ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები.

პარტიული ლიდერების უსუსურობის მიუხედავად, ათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და საპროტესტო აქციებში მონაწილეობს. სრულიად აშკარაა მათი თვითგამორკვევისა და რუსეთის გავლენისგან გათავისუფლების სურვილი. 

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია ის, თუ საით აიღებს კურსს საქართველო - აღმოსავლეთით, თუ დასავლეთის მიმართულებით. ჩვენივე ინტერესებშია, დავდგეთ იმ თავისუფალი ადამიანების გვერდში, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ისეთი ტირანების აგრესიას, როცორიცაა პუტინი და სი ძინპინი. ქართველი ხალხი იმსახურებს, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი და არა იმის მიხედვით, თუ რას უკარნახებენ მათ მოსკოვისთვის ხელსაყრელი პარტიის ხელმძღვანელები.

მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ის მომენტი, რომლითაც ისინი იამაყებენ. - მომენტი, როცა რუსეთის ჩარევის მიმართ წინააღმდეგობა, მათ წვრილმან უთანხმოებებს გვერდზე გადაადებინებს და გააერთიანებს.

რა თქმა უნდა, ეს ასევე უნდა იყოს ის მომენტი, როცა საქართველოს მმართველი პარტია გააცნობიერებს თავისი ხალხის ნების უგულვებელყოფის საფასურს, რაც პუტინის ახირებების შესრულების მიზნით ხდება და დროულად შეაჩერებს დასავლეთთან ურთიერთობის წყალში გადაყრის პროცესს.

იმედი მაქვს, თბილისში, ძალაუფლებაში მყოფი პირები [ქვეყნის] სუვერენიტეტს [რუსეთისადმი] მორჩილებაზე მაღლა დააყენებენ. და ისინი პარლამენტიდან 'რუსულ კანონს' გაიწვევენ", - ამბობს სენატის უმცირესობის ლიდერი, რესპუბლიკელი კანონმდებელი მიტჩ მაკკონელი.

მსგავსი სიახლეები