ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას,შესაბამისი იქნება ურთიერთობაც! - მდინარაძის ულტიმატუმი ჟურნალისტებს
"ოცნების" ულტიმატუმი დამოუკიდებელ მედიას - ფრაქცია "ქართული მედიის" თავმდჯომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ჟურნალისტებად არ მიიჩნევს მათ, ვინც პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს. მდინარაძის თქმით, თუ მედია კონკრეტულ პირობებს არ შეასრულებს, "შესაბამისი იქნება ურთიერთობა".
1. დაუშვებელია ჟურნალისტები და მედიასაშუალებები რაიმე ფორმით გამიჯნო ერთმანეთისგან.
2. ამავდროულად, დაუშვებელია ჟურნალისტად ან მედიასაშუალებად განიხილო ის ადამიანი ან ორგანიზაცია, რომელიც თავად აყენებს პოლიტიკურ მოთხოვნებს და თავად დგამს პოლიტიკურ პერფომანსებს.
3. შესაბამისად, ვაცხადებ მთელი პასუხისმგებლობით:
მედიასაშუალებები, რომლებიც დაკავებულები არიან პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) აქტივობებით, ვიდრე არ დაუბრუნდებიან ჟურნალისტურ საქმიანობას,
არ წარმოადგენენ არც მედიასაშუალებას და არც ჟურნალისტებს - შესაბამისი იქნება ურთიერთობაც! - წერს მდინარაძე.