"ივანიშვილის დავალება და დასავლეთისთვის "თითის ტაკება" - ხიდაშელი ირანში პრემიერის ვიზიტზე

23.05.24 11:34
"ივანიშვილის დავალება და დასავლეთისთვის "თითის ტაკება" - ხიდაშელი ირანში პრემიერის ვიზიტზე

 

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინდა ხიდაშელი ფიქრობს, რომ ირაკლი კობახიძე თეირანში ბიძინა ივანიშვილის მითითებით ჩავიდა.

პოლიტიკოსი პრემიერის ამ ჟესტს დასავლეთისთვის "თითის ტაკებას" უწოდებს და ამბობს, რომ ირანში კობახიძის ირანში ჩასვლა ემოკრატიული მოსფლიოსთვის ნიშნისმოგება იყო. 

ამასთან, ხიდაშელი არ გამორიცხავს, რომ თეირანში რუსმა მაღალჩინოსნებმა საქართველოს მეთაური კიდევ ერთხელ შეაქეს. 

როდესაც დღეს, ამ ვითარებაში განსაკუთრებით მიდის ქვეყნის ხელისუფლების წარმომაგენელი, პირველი პირი ირანში დაკრძალვაზე, ეს არის ორი რამის მაჩვენებელი. ერთი ის, რომ კი, ხაზგასმულად უნდა მას, რომ ამ სივრცეში, ჰამასის და თალიბანის ლიდერების სივრცეში იდგეს და ამ სივრცეში აჩვენოს საკუთარი როლი და ადგილი და მეორეს მხრივ, უხეშად რომ ვთქვათ, ეს არის თითის ტაკება დასავლეთისთვის მორიგ ჯერზე, რომ ზუსტად ასე მოვიქცევით, თუ თქვენი მხრიდან იქნება რაიმე სადამსჯელო ღონისძიებები ჩვენს მიმართ. ჯერ კიდევ წინა საღამოს საქართელოს მთავრობას ირანში ამ დაკრძალვაზე დასწრება დადასტურებული არ ჰქონდა და დილით, მათთვისაც მოულოდნელად გააკეთეს ეს განაცხადი. ძალიან მარტივი ამოხსნა მაქვს ამისი, პროზაული: საუბარი შედგა ბატონ ბიძინასა და ბატონ ირაკლის შორის, სადაც იმან უთხრა, რომ „ბიჭო, წადი, ერთი, ირანში, კიდევ უფრო მეტად გააგიჟებ ამ ხალხსო“ და აი, გადაწყვიტა, რომ წავიდეს. მას ხომ უყვარს ამ ტრიოებით ლაპარაკი. როგორ გვითხრა? რაღაც სიმშიდე, რაღაც IQ-ო, ხოდა, აი, ჰამასი, თალიბანი და მოსკოვი, ეს იყო, სავარაუდოდ, მისი გუშინდელი საუბრების არეალი. აბსილუტურად დარწმუნებული ვარ, რომ იმ წახალისებების ფონზე, რაც ერთის მხრივ დუგინისგან, მეორე მხრივ ოფიციალური მოსკოვისგან იღებს ჩვენი ხელისუფლება, იქაც ალბათ მხარზე ხელი მოარტყეს და შეუქეს საქციელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე, - ამბობს ხიდაშელი. 

საქართველოს პრემიერი ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა.  აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა. ამასთან, ცნობილია, რომ დემოკრატიული სამყაროს არცერთი ლიდერი ირანში არ ჩასულა, თუმცა თეირანში იყვნენ რუსი მაღალჩინოსნები. რუსული  და ქართული სამთავრობო ბორტები გვერდი-გვერდ იდგნენ.

მსგავსი სიახლეები