"ანტიდასავლური დემარში" - ფიქრია ჩიხრაძე პრემიერის ირანში ვიზიტზე
"ანტიდასავლური დემარში" და "ცივილიზაციური არჩევანი", - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ფიქრია ჩიხრაძე პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტს. ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ის, რაც საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად რუსულია.
აშშ-ს მაღალ წარმომადგენლობას და სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე საერთოდ უარი განუცხადეს შეხვერდაზე და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰამასის, ჰესბოლას და რუსეთის წარმომადგენლების გვერდით. ეს, სამწუხაროდ, ერთგვარ ცივილიზაციურ არჩევანზე მიანიშნებს. ის, რაც საქართველოში ხდება, არის რუსული და ის, რა ნაბიჯებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და მისი ცალკეული წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, ერთიან გეოპოლიტიკურ კონტექსტში იკითხება ანტიდასავლურ დემარშად, - ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრემიერი ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა. ამასთან, ცნობილია, რომ დემოკრატიული სამყაროს არცერთი ლიდერი ირანში არ ჩასულა, თუმცა თეირანში იყვნენ რუსი მაღალჩინოსნები. რუსული და ქართული სამთავრობო ბორტები გვერდი-გვერდ იდგნენ.