შსს-ს მეორე სამაშველო ვერტმფრენი უკვე საქართველოშია (VIDEO)
სასაზღვრო პოლიციას მეორე, ევროპული ტიპის სამაშველო ვერტმფრენი, H 145 გადმოეცა. შსს-ს ცნობით, ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ქართულმა ეკიპაჟმა ჩამოიყვანა. პირველი H 145 ვერტმფრენი საქართველოს მარტში გადმოეცა. კიდევ ერთ, მესამე სამაშველო ვერტმფრენს კი ქართული მხარე ივნისამდე მიიღებს.
ვერტმფრენის ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, "Airbus Helicopters"-ის საწარმოში მოხდა.
უწყების ცნობით, ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას რიგით მეორე "H 145“ ვერტმფრენი შეემატა. მისი ოფიციალური გადმოცემა გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში მოხდა. ვერტმფრენი აღჭურვილია სამაშველო საშუალებებით და ასევე, გამორჩეულია სიმაღლეზე ოპერირების შესაძლებლობით. ახალი ბორტი სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით.
აღსანიშნავია, რომ ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება ქართული ეკიპაჟის მიერ განხორციელდა, რომელთაც სრული გადამზადება გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გაიარეს.
2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. მესამე ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება"- წერს უწყება.