ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს - მარგველაშვილი

17.07.21 18:06
ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მისცემს - მარგველაშვილი

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციას ესწრება და მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე მისვლისკენ მოუწოდებს. მარგველაშვილის თქმით, საზოგადოების აქტიურობა ხელისუფლების შესაჩერებლად ყველაზე მნიშვნელოვანია.

ნებისმიერ ხელისუფლებას გამოუვა იმდენი, რამდენის უფლებასაც საზოგადოება მას მისცემს.შესაბამისად, თუ ჩვენ ვთვლით, რომ უნდა ვიცხოვროთ დემოკრატიულ საქართველოში, თუ ვთვლით რომ ჩვენი უფლებები მნიშვნელოვანია,  თუ ჩვენ თავს არ ვთვლით მასად, რომელსაც ერთმანეთს მიუქსევენ და ამით გაართობენ, მაშინ ეს არ გამოუვათ, ეს არის კიდევ ერთი გამოცდა, კიდევ ერთი ნაბიჯი, რომელიც უნდა გავიაროთ ერთად", - ამბობს გიორგი მარგველაშვილი.

"შენთვის, შენი შვილებისთვის" - აქცია რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში იწყება.