"სისტემა რღვევას იწყებს, ჩაძირული გემიდან კიდევ ბევრი გაიქცევა"- ნაცვლიშვილი
"სისტემა რღვევას იწყებს" - ასე ეხმიანება "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი, ანა ნაცვლიშვილი მთავარი პროკურორის მოულოდნელი გადადგომის ფაქტს.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ "ჩაძირული გემიდან, ბევრი ადამიანი გაიქცევა":
"ლელოს" წარმომადგენელი "პირველებთან" ამბობს იმასაც, რომ ყოფილი გენპროკურორი ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრი იყო, რომელსაც ბევრი ინფორმაცია და გავლენები აქვს:
ირაკლი შოთაძის გადადგომა ნამდვილად არის დასტური იმისა, რომ ოლიგარქის გუნდი და ეს სისტემა იწყებს რღვევას შოთაძე იყო კულუარული თუმცა ძალიან გავლენიანი და ძალიან კარგად ინფორმირებული ფიგურა იყო ივანიშვილის კარზე. შესაბამისად, მისი გაქცევა ნიშნავს იმას, რომ დიახ, დაძირული გემიდან, უფრო და უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს გაიქცეს"- ამბობს ნაცვლიშვილი.
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე თანამდებობას ტოვებს. ირაკლი შოთაძემ ირწმუნება, რომ თანამდებიდან ვადაზე ადრე წასვლის მიზეზი ჯანმრთელობის გართულებული მდგომარეობაა, თუმცა, წყარო სამთავრობო წრეებიდან "პირველებს" უყვაბა, რომ შოთაძე ერთ-ერთი იყო ვინც, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამწვავებას ეწინააღმდეგებოდა. ირაკლი შოთაძე პროკურორის თანამდებობაზე ექვსი წლით იყო არჩეული და ვადის ამოწურვამდე ორი წელი რჩებოდა.
ის ივანიშვილის გუნდში ერთ ერთი ყველაზე გავლენიანი ძალოვანია. "პირველების" ინფორმაციით ირაკლი შოთაძეს ბაკურ აბულაძე შეცვლის და მის მოვალეობას ის შეასრულებს.