ვინ ჩაიბარებს 26 მაისის აღლუმს - დასჯის თუ არა "ოცნება" პრეზიდენტს?

23.05.24 14:22
ვინ ჩაიბარებს 26 მაისის აღლუმს - დასჯის თუ არა "ოცნება" პრეზიდენტს?

ვინ ჩაიბარებს 26 მაისის აღლუმს და ვის რა ექნება სათქმელი მოქალაქეებისთვის? საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძებებმდე სამი დღე რჩება. 

"პირველების" ინფორმაციით, ამ დრომდე ოპოზიციის არც ერთ წარმომადგენელს მოსაწვევები არ მიუღიათ. მთავარობის ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ "ოცნებამ" კონსტიტუცია დაარღვიოს და პრეზიდენტი დასაჯოს.  

თეონა აქუბარდიას თქმით, მას არ გაუკვირდება, თუ ფიცის დადების ცერემონიალს პრეზიდენტის გარეშე, თავად ირაკლი კობახიძე ჩაატარებს.

წელს არის პირველი წელი, როდესაც ჩემთან მოსაწვევი არ მოსულა, მიუხედავად იმისა, რომ საუბარი არის ფიცის დადების ცერემონიაზე, სამხედროებზე და მე გახალვართ თავდაცვის და უშიშროების კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. არ გამიკვირდება, რომ ეს იყოს იმ ტიპის 26 მაისი, როდესაც მათ შორის პრეზიდენტსაც არ დაუძახდებენ და სადაც კონსტიტუციას დაარღვევენ იმით, რომ ფიცის დადების ცერემონიას პრეზიდენტის გარეშე, ირაკლი კობახიძე ჩაარიხინებს", - ამბობს თეონა აქუბარდია

პრეზიდენტის შესაძლო არმიწვევაზე 26 მაისი ღონისძიებაზე საუბრობს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი პაატა მანჯგალაძეც.

მე არ გამიკვირდება, თუ ხელისუფლება არც პრეზიდენტს და არც სხვა პირებს არ დაპატიჟებს, რადგან მათთვის მთავარია მათი ვიწრო დღისწესრიგი. პრეზიდენტი არ დაპატიჟონ კი არა, საქართველოს უვკე უხერგავენ, ევროკავშირში შესვლის გზას და ამ ხალხისგან, პრეზიდენტი არ მიიწვიონ 26 მაისის ღონისძებაზე, ნამდვილად არ გამიკვირდება", - ამბობს პაატა მანჯგალაძე.

საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტთან, რომელიც საკუთარი მანდატის ფარგლებში აღლუმს ბოლოჯერ იბარებს, ხელისუფლებას ღიაა ომი აქვს გამოცხადებული. ახლა საინტერესოა, როგორ გამოიყენებს ტრიბუნას პრეზიდენტი.

"ხალხის ძალის" ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ტრიბუნას კვლავ სახელმწიფოსთვის არსასარგებლო განცხადებებისთვის გამოიყენებს.

ის (პრეზიდენტი) რას ილაპარაკებს ნამდვილად არ მაინტერესებს, თუმცა რასაც იტყვის, ეს არ იქნება ქართული სახელმწიფოსთვოს სასარგებლო. მისი ყველა განცხადება დღეს აზიანებს ქართულ სახელმწიფოს", - ამბობს სოზარ სუბარი

 

მსგავსი სიახლეები