MEGOBARI Act-ის ინიციატივა კონგრესში შესაძლოა, დღეს წარადგინონ
კონგრესმენი ჯო უილსონი კანონპროექტის - MEGOBARI Act-ის კონგრესში წარდგენას, სავარაუდოდ, დღეს აპირებს - ინფორმაცია Foreign Press USA-ს კორესპონდენტმა ალექს რაუფოღლუმ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა.
"განახლება!!! მოსალოდნელია, რომ "საქართველოს სანქციების" ინიციატივა (MEGOBARI Act-ის კანონპროექტი) სავარაუდოდ, დღესვე იქნება წარდგენილი. კონგრესიდან წყარომ მაცნობა", - წერს ჟურნალისტი X-ზე.
20 მაისს გამოცემა "პოლიტიკომ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა კონგრესში ამ კვირაში კანონპროექტი - MEGOBARI Act წარადგინდა.
რა არის "მეგობარი აქტი"
ეს არის ახალი კანონპროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგაც საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უვიზო მიმოსვლას ამერიკასთან. ქართული ბიზნესი მიიღებს თავისუფალ ვაჭრობას შტატებთან, რაც ქართულ კომპანიებს უსაზღვრო შესაძლებლობს გაუხსნის და მესამე - ქვეყანა მიიღებს თავდაცვის უპრეცედენტო ინსტრუმენტებს, რომ თავი სრულად უსაფრთხოდ ვიგრძნოთ.
რას ითხოვს სანაცვლოდ შტატები?
უარი თქვას ივანიშვილის რეჟიმმა არადემოკარტიულ ნაბიჯებზე, გაიწვიოს რუსული კანონი და რაც მთავარია, ჩაატაროს სამართლიანი და გამჭვირავლე არჩევნები.
მოსალოდნელი სანქციები
გარდა ამისა, POLITICO-ს ინფორმაციით, კანონპროექტი საქართველოს ხელისუფლების იმ წარმომადგენლებისთვის აქტივების გაყინვასა და სავიზო აკრძალვებს ითვალისწინებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს რუსულ კანონს.