გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს შეხვდა
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე ვაშინგტონში, წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესმენ მაიკ ტერნერს (Mike Turner) შეხვდა.
პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გიორგი ბარამიძემ მაიკ ტერნერს მადლობა გადაუხადა აქტიური მხარდამჭერისთვის.
ენმ-ის ინფორმაციით, მათ ისაუბრეს შემდგომ ნატოს საპარლამენტო ასამბლიის საკითხებზე, რომელიც ჩატარდება 24-27 მაისს ბულგარეთში და სადაც მოლოდინი არის რომ საუბარი იქნება ე.წ უცხოელ აგენტების კანონზე და მის უარყოფით გავლენას საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ასევე ისაუბრეს ჰელსინკის კომისიის-მიერ დაინიციერებული MEGOBARI Actზე და მის საჭირეობაზე.
გიორგი ბარამიძემ და მაიკ ტერნერმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს ურთიერთობის გაძლიერების მექანიზმებზე და ბერკეტებზე, რასაც დღევანდელი ხელისუფლება არ იყენებს.
“ტერნერი არის ერთერთი ყველაზე გავლენიანი რესპუბლიკელი საგარეო მიმართულებით. 2014-2016 წლებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლიის თავმჯდომრის პოზიცია ეკავა. დღემდე, აქტიურად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეროვნულ სუვერენიტეტს საერთაშორისო ფორმატებში.
22 მაისს, გიორგი ბარამიძე ასევე კონგრესში სადაზვერვო კომიტეტის აპარატს შეხვდა და შესთავაზა კონგრესმენების აპარატების ვიზიტი საქართველოში, რომ კარგად შეისწავლონ დღევანდელი ვითარება. ასევე შეხვდა ჯონ ჰერბსტს (John Herbst), ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირეკტორი და ყოფილი ამერიკის ელჩი უკრაინაში და უზბეკეთში, ვისთანაც ისაუბრა ე.წ. “ოფშორულ კანონზე” და სანქციების რისკებზე. პარტიის პოლიტიკურ მდივანს ასევე შეხვედრა ჰქონდა ჯეიმსტოუნ ფონდთან, სადაც განიხილეს რუსული გავლენები საქართველოს შიდა მოვლენებზე"- წერს პარტია.