თუ "ოცნება" ამ გზით სვლას გააგრძელებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება - იოზვიაკი

23.05.24 15:07
თუ "ოცნება" ამ გზით სვლას გააგრძელებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება - იოზვიაკი

ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს - ამის შესახებ "რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი "პირველებთან" აცხადებს.

მისი თქმით, უნგრეთი და სლოვაკეთი, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილი, ყველაფერს გააკეთებენ სანქციების დასაბლოკად, თუმცა იოზვიაკი ამბობს, რომ ამას ყველა ქვეყნსი თანხმობა არ სჭირდება.

რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი ამბობს, რომ თუ საქართველოს მთავრობა "ამ გზით სვლას" გააგრძელებს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები არ გაიხსნება, ხოლო თუ რუსულ კანონს უკან გაიწვევენ და ეს კანონი აღარ იარსებებს, მაშინ შესაძლოა, ევროკავშირმა მოლაპარაკებები გახსნას საქართველოსთან.

შტატებისგან განსხვავებით, ევროკავშირში მთავარი პრობლემა კონსენსუსია. ევროკავშირში კი 27 სახელმწიფოა. ორი ქვეყანა უნგრეთი და სლოვაკეთი ძალიან მეგობრულად არიან განწყობილი საქართველოს მთავრობის მიმართ. ისინი ყველაფერს გააკეთებენ სანქციების დასაბლოკად. სწორედ ამიტომ, რამდენიმე ქვეყანა უვიზო რეჟიმის შეჩერებას განიხილავს, რადგან აქ ყველა ქვეყნის თანხმობა არ სჭირდებათ. პრობლემა ისაა, რომ ბრიუსელში იციან ეს ბირთვული იარაღივით იმოქმედებს, რადგან უვიზო რეჟიმის შეჩერება დაარტყამს არა მხოლოდ "ოცნებას", არამედ თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ხალხში პროტესტი დაიწყება. მაგრამ ამ საკითხზე მსჯელობენ, რადგან მთავრობას გადაწყვეტილება შეაცვლევინონ. დეკემბერში იქნება გაფართოების ანგარიში. ნახევარი წელი პოლიტიკისთვის მთელი ცხოვრებაა. თუ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონს გაიწვევენ ან უბრალოდ აღარ იარსებებს, ვფიქრობ, რომ არსებობს შანსი ევროკავშირმა მოლაპარაკებები გახსნას საქართველოსთან. თუ მთავრობა ამ გზით სვლას გააგრძელებს, რასაც ახლა აკეთებენ, მოლაპარაკებები არ გაიხსნება. ასე მარტივადაა საქმე", - ამბობს იოზვიაკი.

ცნობისთვის, შტატებთან ერთად შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით იმსჯელებენ ევროკავშირიშიც. ევროპულ საბჭოში რამდენიმე დღეში გაიმართება დიდი შეკრება, სადაც ევროკავშირის განიხილავს, თუ რა პასუხი უნდა გასცეს ევროგაერთიანებამ საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის დამტკიცების გამო. მოლაპარაკების მაგიდაზე რამდენიმე მძიმე ვარიანტი დევს, მათ შორის არის უვიზო რეჟიმის გაქუმება, ერვოკავშირისგან ფინანსური დახმარების შემცირება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა წლის ბოლოს არ გახსნას მოლაპარაკებები ჩვენ ქვეყანასთან.

მსგავსი სიახლეები