საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რუსული კანონი გაიწვიოს - ფრანგი დეპუტატი
საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის წევრი, ბენჟამინ ჰადადი საქართველოს ხელისუფლებას რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს.
დღეს ევროპის გული თბილისში ცემს.
საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ, რომ უცხოეთის აგენტებზე რუსულ კანონი გაიწვიოს.
ეროვნული ასამბლეის ევროპული საკითხების კომისიამ ამის შესახებ ჩემი რეზოლუცია მიიღო", - წერს ბენჟამინ ჰადადი X-ზე.