სააკაშვილის საქმე - რატი ბრეგაძის საგანგებო ბრიფინგი

23.05.24 15:46
სააკაშვილის საქმე - რატი ბრეგაძის საგანგებო ბრიფინგი

იუსტიციის მინისტრი ამტკიცებს, რომ მიხეილ  სააკაშვილთან მიმართებით მართლმსაჯულება ევროპული სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება - ასე ახსნა რატი ბრეგაძემ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე.

საქმე ეხება გელაშილისა და გირგვლიანის საქმეებს. მინისტრი ამტკიცებს, რომ მთავრობის სამართლებრივი პოზიციები სტრასბურგმა სრულად გაიზიარა.

საქმეში „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ სრულად გაიმარჯვა ქართულმა სახელმწიფომ. მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის ვალერი გელაშვილის სასტიკი ცემისა და გირგვლიანის მკვლელების შეწყალების საქმეებზე. მსჯავრდებული არ ეთანხმებოდა ქართული მართლმსაჯულების გადაწყვეტილებას და სტრასბურგის სასამართლოში დავობდა მოსამართლის მიკერძოებულობის, არასაკმარისი მტკიცებულებებისა და პოლიტიკური დევნის თაობაზე. სააკაშვილი ასევე დამატებით აცხადებდა, რომ გირგვლიანის მკვლელების შეწყალების ეპიზოდზე მსჯავრი დაედო ისეთი ქმედებისთვის, რაც პრეზიდენტის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა და ვერ გახდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი.
სასამართლომ სრულად გაიზიარა მთავრობის სამართლებრივი პოზიცია წარდგენილ მტკიცებულებებთან ერთად და დაადგინა, რომ გირგვლიანის და გელაშვილის საქმეებზე სააკაშვილის მიმართ წარმოებული გამოძიება, სისხლის სამართლებრივი დევნა და მსჯავრდება სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის სტანდარტებთან,“ - ამბობს მინისტრი.

 

მსგავსი სიახლეები