არჩევნების შედეგების შიში - რატომ გადადგა შოთაძე, რა გეგმა აქვს ივანიშვილს?

23.05.24 16:00
არჩევნების შედეგების შიში - რატომ გადადგა შოთაძე, რა გეგმა აქვს ივანიშვილს?

რატომ გადადგა ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან საჩქაროდ? - მთავარმა პროკურორმა შვიდი დღეც კი არ მოიცადა იმისთვის, რომ პროკურორების დღეს კოლეგებს დამშვიდობებოდა და უმნიშვნელოვანესი პოსტი გაეთავისუფლებინა. 

ქვეყნის მთავარი გამომძიებლის გადადგომა არ გაჰკვირვებია ინსპექტორის სამსახურის ყოფილ შეფს, ლონდა თოლორაია ვარაუდობს, რომ "ქართული ოცნება" ამ თანამდებობაზე ერთგულ კადრს დანიშნავს, რომელიც პარტიის ერთგული, არჩევნებში ივანიშვილის გუნდის დამარცხების შემდეგაც დარჩება. 

მე მქონდა ის შეგრძნება, რომ ჩვენ არჩევნებამდე  აუცილებლად დავდგებოდით ახალი გენერალური პროკურორის არჩევის რეალობის წინაშე, რატომ? - "ქართულმა ოცნებამ" არ იცის, როგორ დასრულდება არჩევნები. არჩევნების შემდეგ აწ უკვე ყოფილ გენერალურ პროკურორს ვადა დარჩენილი ჰქონდა ერთ წელზე ცოტა მეტი. მმართველ პარტიას, რომელსაც დანაშაულის სახით ძალიან ბევრი ცოდვები აქვს დაგროვილი, ურჩევნია, უფრო გარანტირებული, უფრო ხანგრძლივი ვადით ჰყავდეს ახალი გენერალური პროკურორი. 

ამ გენერალურმა პროკურორმა "ქართული ოცნებისთვის" კიდევ უფრო დიდი გამოცდის ჩატარება უნდა მოახერხოს. შეიძლება, ქართული ოცნება აღარ იყოს ხელისუფლებაში, მაგრამ მაინც უნდა უერთგულოს პარტიას და მათ საპატიო თუ არასაპატიო ლიდერებს"- თქვა "პირველებთან" ლონდა თოლორაიამ. 

მსგავსი სიახლეები