ვის ელოდებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ირანში? - რა დგინდება რადარის ჩანაწერებით

23.05.24 17:09
ვის ელოდებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელი ირანში? - რა დგინდება რადარის ჩანაწერებით

 

ვის ელოდებოდა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ირანში? რადარის ჩანაწერებით დგინდება, რომ ვიაჩსლავ ვოლოდინის თვითმფინავი, თეირანში დილის 11 საათზე დაეშვა, ირანი კი საღამოს დატოვა. რუსეთის სამთავრობო თვითმფრინავი მას შემდეგ აფრინდა, რაც თეირანში ირაკლი კობახიძე ჩავიდა, ეს ჩვეულებრივ დამთხვევად ჩაითვლეობდა, რომ არა ერთი დეტალი, ფოტო სადაც კობახიძე რუსეთის სამთავრობო თვითმფინავის ფონზე ჩანს, ჯერ თავად გაავრცელეს და მალევე წაშალეს.

კიდევ ერთი უცნაური გარემოება, რუსეთის სათათბიროს სპიკერმა სამგლოვიარო პროცესია ირაკლი კობახიძის მისვლამდე საათნახევრით ადრე დატოვა. ჩნდება კითხვა - ვის ელოდებოდა ის აეროპორტში და რატომ არ მიფრინვადა მოსკოვში.

რისთვის ჩავიდა კობახიძე თეირანში, მხოლოდ სამძიმარზე თუ მის ამ ვიზიტს სხვა განაცხადი ჰქონდა - უამარვი კითხვა გააჩინა. 

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბაჩო ქუთელია პოლიტიკური სისტემის ავტორიტარიზმში გადასვლაზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს ვიზიტი ლოგიკური გაგრძელებაა იმ განაცხადის, რაც ივანიშვილმა საჯარო გამოსვლისას გააკეთა.

ეს ვიზიტი ერთ-ერთი გამოვლინებაა იმ სისტემური ცვლილების, რაც სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ხელში საქართველოს დაემართა. ეს არის პოლიტიკური სისტემის ავტორიტარიზმში გადასვლა და ეს ასევე ეყრდნობა ასევე ავტორიტარების სოლიდარობას. ავტორიტარული ალიანსის, ცნობილი ბოროტების ღერძის ნაწილი არის - ირანი, რუსეთი, ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და შესაბამისად, ლოგიკური გაგრძელება არის იმ განაცხადის, რაც ივანიშვილმა საჯარო გამოსვლისას გააკეთა. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს ორკესტრირებული იყო რუსეთის მიერ. ირანთან უცნაური ურთიერთობა რუსულ პოილიტიკასთან რეგიონში სინქრონიზაცია დიდი ხანია ტივტივებს ზედაპირზე", - ამბობს ბაჩო ქუთელია.


 

მსგავსი სიახლეები