"ძალიან სასიამოვნო იყო ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა" - ლატვიელი ევროპარლამენტარი ლევან ხაბეიშვილს შეხვდა
„ძალიან სასიამოვნო იყო ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა - ამის შესახებ ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან, ლევან ხაბეიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პუპოლსი საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებს, რომ საკუთარი კანონები დაიცვას და არა ის, "რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ".
ძალიან სასიამოვნო იყო ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ ევროპული ღირებულებები და საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებული პრობლემები. რაც დავინახე, არის ის, რომ საქართველოს მთავრობას უჭირს ქართული კანონების დაცვა. ქართული კანონი არ ამბობს, რომ პოლიციას შეუძლია დემონსტრანტების ცემა. ქართული კანონი არ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია რუსეთის უშიშროების სამსახურებთან თანამშრომლობა. სწორედ ეს არის, რაც უნდა ახსოვდეს საქართველოს ხელისუფლებას. თუ ქართველმა ხალხმა უნდა გააკეთოს არჩევანი, ევროპა საუკეთესო არჩევანია. უნდა დაიცვათ საკუთარი კანონები და არა ის, რასაც რუსეთის სპეცსამსახურები ამბობენ.“ - განაცხადა ლატვიელმა ევროპარლამენტარმა, ანსის პუპოლსმა.