აბსურდია - პარანოიული შიშებით შეპყრობილი, ვერშემდგარი შეშინებული დიქტატორის და პრემიერის - ბოკუჩავა კობახიძეზე

23.05.24 17:08
აბსურდია - პარანოიული შიშებით შეპყრობილი, ვერშემდგარი შეშინებული დიქტატორის და პრემიერის - ბოკუჩავა კობახიძეზე

"ეს არის სრული აბსურდი - პარანოიული შიშებით შეპყრობილი, ვერშემდგარი შეშინებული დიქტატორი ივანიშვილის და მისი გარემოცვის", - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პრემიერის განცხადებას.

ბოკუჩავას შეფასებით, აბსურდულია პრემიერის მტკიცება, რომ ევროკომისარმა ფიცოს ბედის გაზიარება დაუანონსა.

ეს არის სრული აბსურდი, პარანოიული შიშებით შეპყრობილი, ვერშემდგარი შეშინებული დიქტატორი ივანიშვილის და მისი გარემოცვის, იქნება ეს პრემიერი თუ სხვები, რომლებიც ხედავენ, რომ გარდაუვალია სანქციები მას შემდეგ, რაც დაძლევენ ვეტოს,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.

 

მსგავსი სიახლეები