ლევან ხაბეიშვილი ლატვიელ ევროპარლამენტარს შეხვდა

23.05.24 17:11
ლევან ხაბეიშვილი ლატვიელ ევროპარლამენტარს შეხვდა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი, ლატვიელ ევროპარლამენტარს, ანსის პუპოლსის შეხვდა.

„ლატვიელი ევროპარლამენტარი ანსის პუპოლსი ჩვენი ქვეყნის გულმხურვალე მხარდამჭერია და ჩვენი შეხვედრის დიდი ნაწილი შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლებაზე კრემლის გავლენას. ამ ადამიანს, ისევე როგორც ჩვენ სხვა პარტნიორებს წუხილი აქვთ ხელისუფლების ანტიდასავლურ საქმიანობაზე.“ - თქვა ხაბეიშვილმა ენმ-ის პრესსამსახურის ცნობით. 

“ყველა ჩვენს მეგობარს, სტრატეგიულ პარტნიორს აწუხებს საქართველოს  ხელისუფლების ანტიდასავლური დამოკიდებულება. ისინი წუხან, რომ საქართველო შორდება ევროკავშირს. ისინი წუხან, რომ საქართველოს ხელისუფლება ივანიშვილისა და მისი კრიმინალური ხელისუფლების ხელით უარს ამბობს ევროკავშირზე და დღევანდელი შეხვედრაც ლატვიელ ევროპარლამენტართან, რომელიც ასევე საქართველოს გულმხურვალე გულშემატკივარია, სწორედ შეეხებოდა საქართველოს ხელისუფლებაზე კრემლის გავლენას და ცხადია, ამ ადამიანს, ისევე როგორც ჩვენ სხვა პარტნიორებს აქვთ წუხილი ხელისუფლების არაადეკვატურ, ანტიდასავლურ, ანტიევროპულ საქმიანობაზე. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენ მეგობრებთან კომუნიკაციას, საუბარს, რომ მათ მხარი დაუჭირონ ქართველი ხალხის სწრაფვას ევროკავშირისკენ და ნატოსკენ. საქართველოს მოქალაქეები კი ყოველდღიურად გრძნობენ იმ მხარდაჭერას, რომელიც მოდის ჩვენი პარტნიორების მხრიდან.“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა
 

მსგავსი სიახლეები