საქართველოს პრემიერის სავარძელში ზის კრემლის პროპაგანდისტი კობახიძე - ნაცვლიშვილი

23.05.24 17:12
საქართველოს პრემიერის სავარძელში ზის კრემლის პროპაგანდისტი კობახიძე - ნაცვლიშვილი

"ეს არის ძალიან გამიზნული, ძალიან სისტემური, წინასწარ გამზადებული კრემლის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, ის ამას შემთხვევით არ აკეთებს," - ასე ეხმაურება პრემიერის საგანგებო განცხადებას "ლელოს" დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ კობახიძის მტკიცება, თითქოს ევროკომისარმა დაუანონსა სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარება, მიზანმიმართული რუსული პროპაგანდის ნაწილია.

კობახიძის განცხადებები შესაძლოა, ვინმეს მოეჩვენოს, რომ საჭიროებს სამედიცინო განმარტებას და საჭიროებს სამედიცინო დახმარებას - ამას ნამდვილად არ გამოვრიცხავ, თუმცა რასაც ის აკეთებს, ეს არ არის მხოლოდ მძიმე ფსიქიკურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის განცხადებები, ეს არის ძალიან გამიზნული, ძალიან სისტემური, წინასწარ გამზადებული კრემლის დეზინფორმაცია და პროპაგანდა, ის ამას შემთხვევით არ აკეთებს და დღეს საქართველოს პრემიერი არ ჰყავს, საქართველოს პრემიერის სავარძელში ზის კრემლის პროპაგანდისტი კობახიძე,“ - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.

 

მსგავსი სიახლეები