ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე გენპროკურორის გადადგომის თემა უნდათ, რომ გადაფარონ - ვაშაძე პრემიერზე
"მათ მიერ მხარდაჭერილი გენერალური პროკურორი ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა, ეს თემა უნდათ, რომ გადაფარონ", - ასე ხსნის პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებას "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
პრემიერის მტკიცება, რომ ერთ-ერთი ევროკომისარმა მას სლოვაკეთის პრემიერის ბედის გაზიარებაზე მიანიშნა, მცდელობაა ვეტოს დაძლევისა და გენერალური პროკურორის გადადგომის გადაფარვის მცდელობაა.
კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა რუსულ კამონს, ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს და ამიტომ შემოაგდო ეს თემა. იცოდეთ, ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელსაც კობახიძე მუდმივად იყენებს, იმისთვის, რომ მათთვის დამანგრეველი გზავნილი, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი გენერალური პროკურორი ვეტოს დაძლევამდე რამდენიმე დღით ადრე გადადგა, ეს თემა უნდათ, რომ გადაფარონ,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.