"არ და ვერ ვცნობთ თავს დამნაშავეებად" - რას ამბობენ ანტირუსულ აქციებში მონაწილეობის გამო დაჯარიმებულები
ფინანსური სანქციები რუსული კანონის გაპროტესტების გამო - რეპრესიები გრძელდება - დილიდან საქალაქო სასამართლოში აჯარიმებენ ყველას, ვინც პარლამენტთან "ოცნების" ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო იდგა.
მოწმეების გარეშე, მხოლოდ ფოტო და ვიდეო მტკიცებულებით, სადაც ათასობით ადამიანი ჩანს და რა თქმა უნდა, ქვეყნის ცენტრალური გამზირიც გადაკეტილია, სამოქალაქო აქტივისტებს მოსამართლე 2500 ლარიან ჯარიმის ქვითრებს უწერს.
გვედავებოდნენ რაღაც აბსურდულ, თითქოს არალეგიტიმურად გზის გადაკეტვას 24 აპრილს. სამხილები სხვადასხვა მედიების ეთერები იყო, სადაც პირიქით, კარგად ჩანს, რომ საკმარისზე მეტი რაოდენობა ვიყავით იმისთვის, რომ გზა გადაგვეკეტა. თუ ჩვენი ქვეყნის დაცვა 500 ლარი ღირს, დამერწმუნება ყველა, რომ 500 ლარს არაერთხელ გადავიხდით იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს თავისუფალი,“ - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
არ და ვერ ვცნობთ თავს დამნაშავეებად იმ საქმეში, სადაც აბსოლუტურად მშვიდობიანად გვქონდა მსვლელობა ევროპის მოედნისკენ და გამოვიყენეთ კანონით გათვალისიწნებული აბსოლუტურად ყველა წესი და დაახლოებით, ვიცოდით გადაწყვეტილება, რასაც მიიღებდნენ, იმიტომ, რომ მგონია, რომ დაჩაქუჩებულია ეს გადაწყვეტილება და მეტი არაფერი,“ - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
აქციის მონაწილეებს ვეუბნებოდი, რომ არ აქვთ პოლიციის კორდონის დარღვევას აზრითქო, ამ დროს მტაცეს ხელი და შემითრიეს. არანაირი პოლიციის კორდონის გარღვევა ჩემი მხრიდან არ ყოფილა. ყველას გვაჯარიმებენ 2200 ლარი,“ - ამბობს ერთ-ერთი აქტივისტი.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქმეებში მტკიცებულებები არ არსებობს და მოწმე პოლიციელების ჩვენებებიც ერთმანეთთან თანხვედრაში არ მოდის.
შსს-მ წარმოადგინა აქციის ზოგადი კადრი, სადაც საერთოდ არ ჩანს სავარაუდო სამართალდარღვევის ჩამდენი პირი და ეს არის ზოგადი კადრები, სადაც ჩანს აქციის მიმდინარეობა, წარმოდგენილი იყო ორი პოლიციელის ჩვენება და საკმაოდ აცდენა იყო ამ ჩვენებების, სამწუხაროდ, მოსამართლემ არ გაითვალისწინა ჩვენი პოზიცია და დააჯარიმა 2400 ლარით,“ - ამბობს ადვოკატი.
სასამართლო პირდაპირ ასრულებს კლანის დავალებას, პირდაპირ არიან შეთანხმებულები შსს და კლანის წევრები, რომ ყველა რომელ საქმესაც შემოიტანენ, უნდა ცნონ ადამიანები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად," - ამბობს ლაშ ტყეშელაძე.