პაპუაშვილი პრემიერის განცხადებაზე: მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია
"ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში მკვლელობის მცდელობის ფაქტის ხსენება გამაოგნებელია" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საუბრობს და პრემიერის განცხადებას ეხმაურება.
პაპუაშვილი პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი კობახიძე ერთ-ერთ ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ის ამ საუბრის შესახებ ინფორმირებულია, თუმცა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
გამაოგნებელია ამ კონტექსტში მკვლელობის მცდელობის მოყვანა. ნებისმიერ შემთხვევაში, რაიმე კონტექსტში ამ ფაქტის ხსენება გამაოგნებელია, რა თქმა უნდა. დამატებით კომენტარებს ამ საკითხთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ.
ეს თავდასხმა მოყვანილი იყო როგორც მაგალითი. ეს, რა თქმა უნდა, გამაოგნებელია. ასეთი საუბრის დროს ამ კონტექსტში, შესაძლო გავლენების შესახებ ნებისმიერი სახით ამ მაგალითის მოყვანა გამაოგნებელია", - თქვა პაპუაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საგანგებო განცხადებას ავრცელებს - მთავრობის მეთაური ამტკიცებს, ერთ-ერთი ევროკომისარი სატელეფონო საუბრის დროს მმართველ გუნდს დაემუქრა.