"ცდილობდნენ, რომ ინფორმაცია მიეღოთ ჩემგან, რომელიც არ მქონდა" - რა აინტერესებდათ გამომძიებლებს SJC-ს ერთ-ერთი დამფუძნებლისგან
"თითქოს, რაზეც ცდილობდნენ, რომ ინფორმაცია მიეღოთ ჩემგან, რომელიც არ მქონდა, ხომ არ იყო მოწოდებები, მე ხომ არ მოვუწოდებდი ვინმეს" - ამის შესახებ საქალაქო სასამართლოდან გამსული ლინა ღვინიანიძე ამბობს.
ღვინიანიძის თქმით, სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გამომძიებლებს მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვის დროს რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ მასთან კითხვები, ერთი ვარაზის ხევს, მეორე კი პარლამენტთან აქციას უკავშირდებოდა.
რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ჰქონდათ უფრო მეტი კითხვა, მაგალითად, ვარაზის ხევთან, პარლამენტთან დაკავშირებით. მთავარი, თითქოს, რაზეც ცდილობდნენ, რომ ინფორმაცია მიეღოთ ჩემგან, რომელიც არ მქონდა, ხომ არ იყო მოწოდებები, მე ხომ არ მოვუწოდებდი ვინმეს. ქვეყნის და სამართლებრივი ჩარჩოს პირობებში, ასეთი პროცესი არც კი უნდა დაწყებულიყო და ეს ვერსად ვერ უნდა მივიდეს,“ - ამბობს ღვინიანიძე.